"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელს თავს დაესხნენ. შემთხვევა 12 დეკემბერს საღამოს, ზუგდიდის გამგეობის წინ მოხდა. ზურაბ სოსელიამ, რომელიც თავდასხმის ობიექტი გახდა, პრესკონფერენცია გამართა.
ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი ფატი შენგელია აცხადებს, რომ თავდამსხმელებმა, რომლებიც დასაქმებული არიან ზუგდიდის რაიონის საკრებულოში, დაკვეთა შეასრულეს. მისი თქმით, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და "ქართული ოცნება" ხალხისგან საკადრის პასუხს მიიღებს.
ვიდეო: ტვ "ოდიშის" სიუჟეტი