ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა - ეშმაკი დეტალებში (ვიდეო)

Image

ავარეთ-კახეთის გზა თბილისს დაღესტანთან აკავშირებს. რუსეთში ამბობენ, რომ ეს გზა აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ ეფექტურად შეასრულოს სატრანზიტო ქვეყნის როლი და, მაგალითად, ევრაზიული კავშირის წევრი სომხეთიდან პროდუქცია უფრო მარტივად მოხვდეს დაღესტანში და პირიქით.

 

თუმცა, საფრთხე, რომელიც ამ გზიდან საქართველოს შეიძლება დაემუქროს, არის მოკლე გზა რუსული ტანკებისთვის თბილისამდე.

 

დღეს თბილისიდან მახაჩყალაში მოხვედრა მხოლოდ შემოვლითი გზებით შეიძლება. ესენია: როკის გვირაბი, ჩრდილოეთ ოსეთის, ინგუშეთის და ჩეჩნეთის გზა. არსებობს კიდევ უფრო გრძელი გზა ბაქოს გავლით.

 

სოფელ სარუსოს მცხოვრებმა ეთნიკურმა ლეკებმა დაღესტნის საზღვართან რამდენიმე დღის წინ ხმაურიანი აქცია სწორედ ამ გზის მშენებლობის მხარდაჭერისთვის გამართეს. აქციაზე ისინი რუსეთის მხარდამჭერი პლაკატებითა და მაისურებით მივიდნენ. დღეს არც ერთი მათგანი არ ჰყვება, სად შეიძინეს ან ვინ დაურიგა მათ ეს მაისურები.

 

ერთ-ერთი მათგანი, რაჟმუდინ მაგამედ ივანოვი „ქართული ოცნების“ კოორდინატორია. ორი დღის წინ გამართულ აქციას ის და მმართველი გუნდის სხვა აქტიური მხარდამჭერებიც ესწრებოდნენ. სოფელ სარუსოში მცხოვრები ივანოვი თვლის, რომ რუსეთისგან საქართველოს საფრთხე არ ემუქრება.

 

დაღესტან-საქართველოს დამაკავშირებელი გზის აღდგენას ეწინააღმდეგება ყვარლის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა. სოფელ საცხენეში, რომელიც საზღვართან გაცილებით უფრო ახლოს არის, შესაძლო საფრთხეებზე საუბრობენ.

 

ავარეთ-კახეთის გზა ყვარელში დაღესტნის საზღვარზე თითქმის 25 წელია, აღარ ფუნქციონირებს. რუსეთმა გზის აღდგენის სამუშაოები თავის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო. საქართველოს მთავრობაში კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ამ თემაზე რუსეთთან არ მიმდინარეობს.

 

"რუსთავი-2"-ის მიხედვით;

ვიდეო: "კურიერის" რეპორტაჟი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !