
ყვარლის რაიონის სოფელ ავარეთში დაღესტანი-კახეთის გზის მშენებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს, ავარეთელთა ნაწილი კი აქციაზე მაისურებზე წარწერით RUSSIA მივიდა.
ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწყობილი აქციის ჩაშლა პრორუსულად განწყობილმა მოქალაქეებმა სცადეს, რომლებიც აქციის ადგილზე რუსული დროშის ფერებში გადაწყვეტილი მაისურებით მივიდნენ.
ისინი ამბობდნენ, რომ ავარეთელები არიან და არამარტო ამ გზის მშენებლობას, არამედ რუსეთსა და საბჭოთა კავშირის აღდგენას უჭერენ მხარს:
„რუსეთი არ არის ოკუპანტი, ჩვენ გვინდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი!“;
„ხო, ჩვენ ვართ რუსები, ჩვენ ჩვენ სახლში ვართ, ჩვენ გვინდა ეს გზა, ჩვენ არსად წავალთ. თქვენ, ქართველები წადით ალაზნის იქით,“ - აცხადებდნენ მოქალაქეები, რომელთა უმრავლესობა ქალი იყო.
"რუსთავი-2"-ის მიხედვით