
იუსტიციის მინისტრის თქმით, არ ფლობს ინფორმაციას იგეგმება თუ - არა ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში.
„ჩემთვის არაფერია ცნობილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.
აქედან გამომდინარე, გამოვრიცხავ ასეთ საკადრო ცვლილებებს. რაც შეეხება უკვე განხორციელებულ ცვლილებებს, ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ დაგვტოვონ.
სულ ეს არის, რაც ვიცი. რატომ? ეს ჩემთვის ცნობილი არ არის და არც ვაპირებ ვეძიო, რატომ წავიდნენ ეს ადამიანები სამსახურებიდან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.