
"თავისუფალ ზონას" მოჰყავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ მალე დადგება დღე, როცა საქართველოდან ბიძინა ივანიშვილი გაიქცევა.
ამასთან, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შეკრებილ აზერბაიჯანელ ახალაგაზრდებს მიხეილ სააკაშვილი ვარშავიდან სკაიპით ჩაერთო, მან მიმართა ბოლნისის, მარნეულის, დმანისის, გარდაბნის ახალგაზრდებს და უთხრა მათ, რომ არ აპირებს ვინმეს დასჯას, როცა ივანიშვილი გაიქცევა, რადგან საქართველოს შურისძიების დრო არ ექნება. გამონაკლისი, სააკაშვილის თქმით, მხოლოდ ერთი კაცი იქნება:
"იმ დროს როდესაც ივანიშვილი გაიქცევა საქართველოდან, მე არ ვაპირებ ვინმეს დასჯას, საქართველოს არ ექნება შურისძიების დრო. მე მხოლოდ დავსჯი ერთ ადამიანს, ვინც იბარებს პროკურორებს და გასცემს დავალებებს. ეს დრო დადგება ძალიან მალე და ეს მომენტი უნდა დადგეს იმაზე მალე , ვიდრე ივანიშვილს ჰგონია", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.