-
2014-12-06 03:57
გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ "გურია ნიუსთან" საუბარში დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადადგა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ პირადი იყო.
"ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. უბრალოდ, მივდივარ სახლში", თქვა მან და უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს თანამდებობიდან მისი წასვლა ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან დაპირისპირებას უკავშირდება.