
ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში თბილისშია. ჯეიმს აპატურაი ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას თავდაცვის სამინისტროში გამართავს.
კონსულტაციების დასრულების შემდეგ ნატოს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. დავით უსუფაშვილისა და ჯეიმს აპატურაის აუდიენცია 12 საათზეა ჩანიშნული.
აპატურაი პრემიერ მინისტრს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგნლებსაც შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში ქართულ მხარესთან დეტალურად მოხდება განხილვა იმ შესაძლებლობებისა და ახალი ვალდებულებების, რაც საქართველოს თვისობრივად ახალი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებით აქვს აღებული.