-
2014-11-28 10:36
ასეთი განცხადება გააკეთა „კურიერთან“ საუბრისას „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტმა, სოსო ცისკარიშვილმა ფარულ მოსმენებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ცისკარიშვილმა გააკრიტიკა ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი და ყურადღება კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა.
მისი თქმით, უცნობია რას აკეთებენ სხვა უწყებები და რას გააკეთებენ მომავალში-საუბარია ფინანსური პოლიციაზე, საგარეო დაზვერვასა და პროკურატურაზე.
უმრავლესობის კანონპროექტის დამტკიცების პროცესს ხელისუფლების სისუსტეს უკავშირებს კიდევ ერთი ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.
მისი თქმით, როდესაც შსს-ს ფარული მოსმენების გარდა ქვეყანაში სიტუაციის კონტროლის სხვა მეთოდები არ აქვს და ამით ის ლახავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ეს მის სისუსტეზე მეტყველებს.
„ამის შემდეგ ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ჩვენ გვისმენენ. ხელისუფლებამ უარი არ და ვერ თქვა ძალისმიერ მეთოდებზე“-განაცხადა ლაგაზიძემ.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია კი განმარტავს, რომ თავისი შინაარსით და წარდგენის და დამტკიცების ფორმით ეს კანონპროექტი არის ქართული დემოკრატიის მშენებლობის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია.
„ეს არის ცუდი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და უსაფრთხოების რეფორმის მშენებლობისთვის ჯამში ის აზიანებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას“-აღნიშნა ქუთელიამ.