ბურჯალიანი: თინა ხიდაშელი ცრუობს

Image

საპარლამენტი უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებას თინა ბურჯალიანი პასუხობს. ბურჯალიანი ხიდაშელის იმ განცხადებას ეხმაურება სადაც პარლამენტარი აგვისტოს ომის გამოძიებასა და სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოსთან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლობის შესახებ  საუბრობს.

 

 

როგორც ბურჯალიანი აცხადებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობისა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლობის შესახებ თინა ხიდაშელის განცხადება იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, ვინც წლებია ამ უწყებებში რუსეთის აგრესიის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასების მიცემაზე მუშაობს.

 

,,ქალბატონი თინა ხიდაშელის მიერ რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებული განცხადება აგვისტოს ომის გამოძიებასა და სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოსთან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლობის შესახებ არის ტყუილი, უპასუხისმგებლობა და იმ ადამიანების შეურაწყოფა ვინც წლებია მუშაობს რუსეთის აგრესიის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასების მიცემაზე ამ უწყებებში.

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს შევხვდი პირადად რუსული აგრესიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 2008 წლის 13 აგვისტოს და გადავეცი ჩემს ხელთ იმ დროისათვის არსებული ინფორმაცია. ასევე შევხვდი 2008 წლის სექტემბერში და გადავეცი საქმის მასალები რამდენიმე ტომად, რომელიც აჩვენებდა რუსი სამხედროების მიერ ქართველების ეთნიკურ წმენდას, ომის დანაშაულსა და სხვა მძიმე სამართალდარღვევებს.

 

2009 წელს მე და ზურაბ ადეიშვილი ისევ შევხვდით სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს პორკურორს ბატონ ოკამპოს და გადავეცით დამატებითი მასალები, რაც იმ დროისათვის გამოძიების და საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იქნა მოპოვებული.

 

ამასთან, სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს 2009-2011 წლებში რამდენჯერმე გაეგზავნე ასეულობით გვერდი მტკიცებულება და სიტუაციის ანალიზი, რომელიც ადასტურებდა რუსი სამხედროებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული პირების მიერ ქართველების ეთნიკური წმენდასა და ომის დანაშაულებს. ამევე პერიოდში განხორციელდა სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის ვიზიტები საქართველოში, რომლის დროსაც მათ გადაეცათ დამატებითი მასალები.

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, მათ შორის ოფიციალური დოკუმენტების მიწოდება ხდებოდა პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს კანცელარიების გავლით. ამ წერილების ნომრები და ასლები უნდა ინახებოდეს ორივე უწყებაში. ამასთან, ადამიანები ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ მასალების მომზადებაში ისევ მუშაობენ მთავარ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში და მათ ამნეზია არ აწუხებთ.

 

ქართულ მხარესთან თანმშრომლობა დადებითად შეფასდა სისხლის სამართლის სასამართლოს 2009/2010, 2010/2011, 2011/2012 წლის ანგარიშებში, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იქნა წარდგენილი. ეს დოკუმენტები საჯაროა და სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს ვებგვერდზე დევს (http://www.icc-cpi.int/…/Pag…/reports%20on%20activities.aspx ). ასევე საჯაროა პროკურორის 2008 წლის 14 აგვისტოსა და 2010 წლის 25 ივნისის განცხადებები სადაც საუბარია ქართული მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდებაზე (http://www.icc-cpi.int/…/pe-ongo…/georgia/Pages/georgia.aspx ).

 

გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სარჩელები შეიტანა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მართმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ჰააგაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგში.

 

 

სტრასბურგში მიმდინარე საქმეზე საქართველოს განაცხადი დასაშვებად იქნა გამოცხადებული 2011 წელს. მისი არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა. უმჯობესია ქალბატონმა ხიდაშელმა საზოგადოებას უთხრას რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით მისი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში.

 

რაც შეეხება მართმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში დავას, შეგახსენებთ, სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერ უნდა მომხდარიყო ეთნიკური წმენდის ბრალდების გარშემო არგუმენტების გაცვლა მოლაპარაკების გზით. ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამ პოზიციას, თუმცა დავის გასაგრძელებლად ამ პირობის შესრულება აუცილებელი იყო.

 

წინა ხელისუფლების დროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტა გადასცა რუსეთის ფედერაციას, სადაც ის ცალსახად არის დადანაშაულებული ქართველების ეთნიკურ წმენდაში, ანუ დაიწყო მართმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მითითებული პროცესი. ხელისუფლების ცვლის შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა და მისი ბედი უცნობია. ქალბატონმა ხიდაშელმა ამაზეც უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია.

 

სამწუხაროდ, შევეჩვიეთ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან მთელი რიგი თემებით სპეკულაციას. თუმცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რუსული აგრესია, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ახლა უკვე ანექსია ის საკითხებია, რომელთა გადასაჭრელად უნდა გაერთიანდეს ყველა. ქალბატონი ხიდაშელის დღევანდელი ეთერი მხოლოდ საწინააღმდეგოს აჩვენებს.“- წერს ბურჯალიანი.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !