სოფო ყარალაშვილის დაპატიმრება პროკურატურამ „ინტელექტუალობის“ გამო მოითხოვა

Image

„რეპორტიორის“ ჟურნალისტ სოფო ყარალაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მისი ინტელექტუალობის გამო მოითხოვა. ამის შესახებ თავად ჟურნალისტი ამბობს.

 

ე.წ. „ჯეკპოტის აფიორაში“ მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი სასამართლო სხდომის დეტალებს იხსენებს:

 

„პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ჩემს დაპატიმრებას ითხოვდა. პროკურორმა ისეთი ფრაზა თქვა, დარბაზში ყველას სიცილი წასკდა. მისი თქმით, ჩემი დარბაზიდან განთავისუფლება იმიტომ არ შეიძლებოდა, რომ ინტელექტუალი ვარ და შესაძლოა გარეთ გასვლის შემთხვევაში რამე მოიფიქროსო. მოსამართლემ უპასუხა, რომ ამის გამო ციხეში არავის სვამდნენ. ამჯერად საქმეზე მეტის თქმის უფლება არ მაქვს. ველოდები მორიგ სასამართლო პროცესს. ვაპირებ ჩემი სიმართლისთვის ბოლომდე ვიბრძოლო", - განაცხადა მან „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

ჟურნალისტი მოგებული  561 176 ლარის ოდენობით ჯეკ-პოტის გადახდას ითხოვს. მან „საქართველოს ლატარიის" ბილეთი 18 აპრილს წერეთლის გამზირზე ბანკ „რესპუბლიკის" წინ იყიდა. როცა გაიგო რომ თანხა მოიგო, დარეკა საქართველოს ლატარიის კომპანიაში, სადაც დაუდასტურეს, რომ მოგებული ჰქონდა ჯეკპოტი.

 

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, 2014 წლის 19 აპრილს, კიბერდანაშაულის ჩადენის და დიდი ოდენობით, ჯგუფური თაღლითობის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !