
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ არ ადასტურებს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა განაცხადა, რომ როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიის ფორმირების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და მათი ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილი საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში გახდება.
"მოგმართავთ თხოვნით, ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმოთ საარჩევნო შტაბში და თავი შეიკავოთ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. კოალიცია ღიაა ყველა მედიასაშუალებასთან თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა გიორგი გეგეჭკორმა.