ყიფიანის ქუჩაზე მამინაცვალმა გერი მოკლა. მკვლელობის მოტივი ცნობილი არ არის. მეზობლების თქმით, მათ მკვლელობამდე ჩხუბის ხმა გაიგეს, თუმცა ვერ გაარკვიეს რაზე ეჩხუბებოდა გარდაცვლილი მამინაცვალს.
როგორც ცნობილია, გოგონას დედაც გარდაცვლილი ჰყავს, დედის გარდაცვალების შემდეგ მამინაცვლის სანახავად გერი ზოგჯერ მიდიოდა ხოლმე.
მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა, სავარაუდოდ, თვითდაზიანებები მიიყენა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს.