ოთხშაბათს "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" თემა იქნება "სექსი ქართულ კინოში": ანონსის მიხედვით, სტუდიაში იქნებიან მსახიობები, რომლებიც პიკანტურ სცენებში მონაწილეობდნენ.
ის, რომ საუბარი საკმაოდ გულახდილი იქნება, გადაღების ეპიზოდების გახსენება კი ბევრისთვის მოულოდნელი, გადაცემის წამყვანის რეაქციიდანაც ჩანს: "ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მე პირი დავაღე", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.