
ყირიმის ნახევარკუნძულზე მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უკრაინის ერთიანობას უჭერს მხარს, პარტიზანულ ბრძოლაზე გადასვლას აანონსებს.
ვიდეოპორტალებზე გავრცელდა ყირიმელი, ეროვნებით რუსი პარტიზანების ვიდეომიმართვა ნახევარკუნძულის მოსახლეობისადმი, სადაც ისინი "პუტინელი ოკუპანტების" წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებენ.