-
2014-04-28 07:55
აშშ-მა ევროპაში B2 Stealth სამი ბომბდამშენი გადაისროლა. როგორც Turner Radio Network იუწყება, ეს გადაწყვეტილება პენტაგონმა უკრაინაში მზარდი დაძაბულობის ფონზე მიიღო.
„მას შემდეგ, რაც რუსეთი არ რეაგირებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრისა და პრეზიდენტის სატელეფონო ზარებზე, ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია, თუ არა ის, რომ მათ იმ ენაზე ველაპარაკოთ, რომელიც ესმით“, - მოჰყავს გამოცემას პენტაგონის მაღალჩინოსანი წყაროს სიტყვები.
შეგახსენებთ, რომ ამავე გამოცემამ უფრო ადრე გაავრცელა თვითმხილველის მიერ გადაღებული კადრები, რომლებზეც, ინფორმაციის მიხედვით, M1A1 ტიპის ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „М2 ბრედლისა“ და და М 113-ების ევროპაში გადასროლის კადრები იყო გადაღებული.