უკრაინისა და რუსეთის ჯარები პირისპირ დგანან, დონეცკში ტელევიზია აიღეს, კიევში სასწრაფო რეისით ეუთოს გენმდივანი ჩადის

Image

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების თავმოყრის გამო, სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პირადი შემადგენლობა.

 

 

„ქვედანაყოფები დისლოცირებული არიან განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განთავსებულია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რაც სახელმწიფო ობიექტებზე, ჯარის დისლოკაციის ადგილების და სამხედრო ნაწილების დაცვის განხორციელების საშუალებას იძლევა”, - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

 

უკრაინელი ადმირალის იგორ კაბანენკოს აზრით, უახლოეს პერიოდში საზღვრებთან შესაძლოა, პროვოკაციული ქმედებები გაგრძელდეს და ამავდროულად, რუსული სპეცრაზმის დახმარებით არასტაბილურობის ზონა გაფართოვდეს.

 

„ეს შესაძლოა, იყოს შემოჭრა “სამშვიდობო ოპერაციის” ჩატარების სახით დნეპროპეტროვსკის, ოდესისა და კიევის დაუფლების მიზნით, ამ ყველაფერს კი ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ოპერაცია ახლდება თან, ჩვენი სამხედროებისა და მოსახლეობის დაშინების მიზნით”, - აცხადებს ადმირალი.

ამასთან, სეპარატისტებმა დონეცკში ტელერადიოკომიტეტის შენობა აიღეს. ფედერალიზაციის მომხრეებმა შენობაზე “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” დროშა აღმართეს. დონეცკის საოლქო ტელერადიოკომპანიის შენობის ეზოში სპეცდანიშნულების დანაყოფის თანამშრომლებიც იმყოფებიან.

 

კიევში საგანგებო რეისით ჩადის ეუთოს გენერალური მდივანი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ანდრეი დეშჩიცას განცხადებით, ლაბერტო ზანიერის კიევში ჩასვლას სეპარატისტების მიერ ეუთო-ს დამკვირვებლების გატაცებას ეხება.

 

ეუთო-ს წარმომადგენლები 25 აპრილს სლავიანსკში დააკავეს. გატაცებულთა შორის არიან გერმანიის ოთხი, ჩეხეთის, დანიის, პოლონეთისა და შვედეთის თითო წარმომადგენელი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !