ნინო ჩხეიძე მეუღლეს არ უჯერებს და „დაკიდებას“ არ სწავლობს

Image

ნინო ჩხეიძის მეუღლე გიორგი კორახაშვილი ინტერვიუებზე ძალიან იშვიათად თანხდება. თუმცა ამჯერად გამონაკლისი "რეიტინგისთვის" დაუშვა. გამოცემამ ბიზნესმენს სთხოვა, ხუთი თვისება დაესახელებინა, რომელიც ქალში ყველაზე მეტად მოსწონს.

 

"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს, რომელიც "რეიტინგის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

 

- შეგიძლიათ, დაგვისახელოთ ხუთი თვისება, რაც ქალში მოგწონთ?

 

- სილამაზე, სიკეთე, განათლება, აუცილებელია მოსიყვარულე რომ იყოს და ალბათ წარმატებულობა.

 

- ამ ჩამონათვალიდან ნინოს ყველა თვისება აქვს?

 

- ნამდვილად ყველა აქვს.

 

- მისი გაცნობისას პირველად რომელი თვისება აღმოაჩინეთ, რითიც მოიხიბლეთ?

 

- მარტივი არაა, რომ რომელიმე თვისება მაშინვე დაინახო ადამიანში. ალბათ აურა იყო დადებითი და მერე დანარჩენის შეცნობა დრომ მოიტანა.

 

- არის თვისება, რომელიც მასში არ მოგწონთ?

 

- ალბათ არის, ყოველთვის ყველაფერი არ მოგწონს.

 

- უფრო კონკრეტულად გვეტყვით?

 

- გულთან ახლოს მიაქვს ყოველთვის ყველა ტყუილი და ჭორი, რაც შესაბამისად ნერვულ ფონს ქმნის, და არ მიჯერებს, როდესაც ვეუბნები „დაიკიდე“. აი, „დაკიდების“ თვისება არა აქვს (იცინის).

 

- როგორ ფიქრობთ, ნინომ შეგცვალათ თქვენ?

 

- ალბათ, რაღაც დოზით იმოქმედებდა ჩემს ცხოვრებაზე და პირადად ჩემზეც. თანაცხოვრება და ოჯახი ნიშნავს ხასიათების შერწყმას და შეჩვევას. შესაბამისად, როდესაც ადამიანთან ერთად ცხოვრობ ათი წელია, ისეთი ვერ იქნები, როგორც მანამდე იყავი.

 

მერი კობიაშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

 

korax-nino.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !