"ჯეკპოტის აფიორაში" ბრალდებულ ჟურნალისტს 15 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს

Image

პორტალ "რეპორტიორის" ჟურნალისტ სოფო ყარალაშვილს, რომელმაც ლატარეაში ჯეკ–პოტი მოიგო და თაღლითობაში დაადანაშაულეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 15 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაციას "ექსპრესნიუსი" ავრცელებს.


როგორც ჟურნალისტმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მორიგი სასამართლო სხდომა, 6 ივნისს გაიმართება.

 

საქართველოს ლატარიის კომპანიამ მოგებული ჯეკ–პოტი ჟურნალისტ სოფო ყარალაშვილს არ გადაუხადა და მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მოითხოვა. ამის შესახებ სააგენტო „რეპორტიორის“ ჟურნალისტმა, სოფო ყარალაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. ჟურნალისტი მოგებული 561 176 ლარის ოდენობით ჯეკ-პოტის გადახდას ითხოვს.

 

მისივე ინფორმაციით, 18 აპრილს წერეთლის გამზირზე ბანკ „რესპუბლიკის“ წინ, იყიდა „საქართველოს ლატარიის“ ბილეთი, როცა გაიგო რომ მოიგო თანხა, დარეკა საქართველოს ლატარიის კომპანიაში სადაც დაუდასტურეს, რომ მას მოგებული ჰქონდა ჯეკპოტი ლარის ოდენობით.

 

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, 2014 წლის 19 აპრილს, კიბერდანაშაულის ჩადენის და დიდი ოდენობით, ჯგუფური თაღლითობის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 20 საათსა და 45 წუთზე დავით ი.-სთვის ცნობილი გახდა „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ პირველი კატეგორიის პრიზის მომგებიანი ციფრები – 5, 9, 15, 19, 30, 32.

 

„დავით ი. მუშაობდა შპს „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორად. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა შპს „საქართველოს ფოსტის“ და შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება.

 

მან ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, ვინაიდან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდა შესაბამის სერვერთან და ხელოვნურად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეცვალა კომპიუტერული მონაცემი და შექმნა უნიკალური კოდის მქონე ლოტოს ყალბი მომგებიანი ბილეთი, სადაც მითითებული იყო ზემოაღნიშნული ციფრები.

 

 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დავით ი. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდა მოქალაქე სოფიო ყ.-სთან წინასწარი შეთანხმებით. დავით ი.-ს მიერ დამზადებული ლოტოს ყალბი მომგებიანი ბილეთი სოფიო ყ.-მ გამოიყენა 561 176 ლარის ოდენობით ჯეკ-პოტის თაღლითურად დაუფლების მიზნით".

 

"ექსპრესნიუსის" ინფორმაციის მიხედვით

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !