-
2014-04-27 13:57
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით რუსეთმა უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია უნდა შეწყვიტოს.
ამის შესახებ ობამამ მალაიზიაშვი ვიზიტის დროს განაცხადა.
"უნდა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები, რომელთა მიზანი იქნება რუსეთს ვუთხრათ, რომ მისი ქმედებები უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთ რეგიონებში დესტაბილიზაციის გამომწვევია და უნდა შეწყდეს. ჩვენი პოზიცია უფრო ძლიერი იქნება, თუ პრეზიდენტი პუტინი დაინახავს, რომ აშშ და ევროპა, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, ერთიანია და არა იმას, რომ ესაა კონფლიქტი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის", - აღნიშნა ობამამ
შეგახსენებთ, რომ გუშინ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამოითქვა მზადყოფნა რუსეთის ფედერაციისთვის უკრაინაში შექმნილი ვიტარების გამო სანქციების გამკაცრების თაობაზე.