
მარნეულში, ბაზრის შესასვლელთან მდებარე მაღაზიაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს:
თავდამსხმელმა მაღაზიაში ჯერ ხელყუმბარა შეაგდო, შემდეგ კი შიგნით მყოფ მამაკაცს საკონტროლო ტყვია დაახალა.
მოკლული ნაზიმ მამედოვია. მისი ახლობლები ამბობენ, რომ მამედოვი შურისძიების მიზნით ყოფილმა სიმამრმა, ხალიდ გასანოვმა იმის გამო მოკლა, რომ მან მისი შვილი მიატოვა და მეორე ცოლად მათივე ნათესავი მოიყვანა.