
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ყირიმის მიბაძვას არ გეგმავენ.
"არაფერი მსმენია იმის თაობაზე, რომ აფხაზ ხალხს, აფხაზეთის ხელისუფლებას ყირიმის მაგალითის მიბაძვის საკითხი დაეყენებინოს. მე არაფერი ვიცი ასეთი განწყობის არსებობის შესახებ", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა და დასძინა, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელებთან შეხვედრებს გამართავს.