
სამართალდამცავებმა ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი, ორი სოფლის რწმუნებული და „ქართული ოცნების“ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
დილიდან ხმაური და დაპირისპირება გამგებლის მომხრეების მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციას მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარეს სამუშაო კაბინეტის კარი აუჭედეს. პროცესებში პოლიცია ჩაერთო.
ქევხიშვილის მხარდამჭერების თქმით ისინი დღესვე დაასახელებენ იმ პირებს, რომლებიც ხელისუფლებიდან ქევხიშვილის წინააღმდეგ მოქმედებენ.