
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთიდან რუსმა ოკუპანტებმა სამი ქართველი გაიტაცეს.
რუსუდან ხუროშვილი, ზეინაბ ხარხელი და ლალი ხუროშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს.
მათი ადგილსამყოფელის შესახებ დეტალური ინფრომაცია ჯერჯერობით უცნობია. გატაცებულების ოჯახის წევრებს არავინ დაკავშირებია.