გამოძიების ვერსიით, ვალერი გელაშვილზე თავდასხმა მის მიერ გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულმა ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის პირად, ოჯახურ ურთიერთობებს ეხებოდა.
ინტერვიუ გაზეთ „რეზონანსის“ 2009 წლის 25 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა. ფრაგმენტი „რეზონანსთან“ ვალერი გელაშვილის ინტერვიუდან:
„პრეზიდენტი მომწონს თუ არა? რას ამბობთ, კაცს რომ ცოლი გაექცევა ის რა პრეზიდენტია...მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობს და თქვენ არაფერი იცით? წავიდა სანდრა და აღარ ჩამოდის. ცოლ-ქმარს შორის კარგი ურთიერთობა რომ არსებობდეს ამდენი ხანი უმიზეზოდ და მოგონილი მიზეზებით დაშორდებოდა ქმარს? მიშას ჩემს სახლში ცხოვრება ალანა გაგლოევასთან ერთად უნდოდა. თუ ჩემს სახლში პრეზიდენტი კიბეებზე დარბის და უკან გაგლოევა დასდევს, ის ჩემი პრეზიდენტი არ არის“.