
თბილისში მდებარე „მშვიდობის ხიდი“ აშშ-ის პოპულარულმა ვებგვერდმა მსოფლიოს საუკეთესო საფეხმავლო ხიდებს შორის დაასახელა. ადრე ამ ჩამონათვალში ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდიც მოხვდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკული ვებ-გვერდის სქრინს აქვეყნებს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთერთი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ამ ხიდის აღდგენა იყო.
„ამერიკის ყველაზე პოპულარულმა ვებგვერდმა „მშვიდობის ხიდი“ მსოფლიოს საუკეთესო ხიდებს შორის დაასახელა. ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ამ ხიდის დანგრევა იყო. მთავრობაში მოსვლის შემდეგ მან კონკურსიც კი გამოაცხადა იმაზე, თუ რა უნდა აშენებულიყო მშვიდობის ხიდის სანაცვლოდ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.