
საქართველოს პრემიერმინისტრი წუხს, რომ გოგა ხაჩიძეს მედია დიდ ყურადღებას უთმობს და აცხადებს, რომ ეს, პირველ რიგში, სწორედ მედიისთვისაა ცუდი. რაც შეეხება დათა ახალაიას ექსტრადირების მოთხოვნას, პრემიერმა ჟურნალისტებს ურჩია, პროკურატურის განმარტებებს დაელოდონ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი "ლიდერ ცემენტის" პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ღარიბაშვილის თქმით, გოგა ხაჩიძის მიერ დადგმულ სპექტაკლებს მეტისმეტად დიდი ყურადღება ეთმობა. "ეს არასერიოზულია, ეს ძალიან ცუდია, უპირველეს ყოვლისა მედიისთვის,"- აღნიშნა პრემიერმა.