
გვიან ღამით თავდასხმა მოხდა ოდესის შესასვლელში მდებარე ბლოკპოსტზე, სადაც ღამეს უკრაინის ერთიანობის მომხრე ოდესელები ათევდნენ, დაჭრილია ხუთი ადამიანი.
თვითმხილველთა განცხადებით, უცნობმა პირმა, რომელიც აქციის მონაწილის სახით შეუერთდა შეკრებილებს, ცოტა ხნის შემდეგ ბლოკპოსტის მისადგომებთან ხელყუმბარა ისროლა და თავად გაიქცა.
ხელყუმბარის აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, ნამსხვრევებისგან დაიჭრა ხუთი ადამიანი, მათ შორის, ორი ქალი. დაჭრილები სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.