ევროკავშირი უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციას მხარს უჭერს და აღიარებს კიევის უფლებას, ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ძალისმიერი ზომები გამოიყენოს.
უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის პრესმდივანმა მაიკლ მანმა განაცხადა:
"ჩვენ სრულიად ვენდობით უკრაინის ხელისუფლებას. ვაღიარებთ უკრაინის უფლებას, დაიცვას ქვეყნის მთლიანობა და სუვერენიტეტი", – განაცხადა მანმა.