
უკრაინის საზღვართან რუსული ძალების მობილიზების გამო ხელისუფლებამ ანტიტერორისტული ოპერაცია დროებით შეაჩერა. სადაზვერვო სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრის საფრთხე გაიზარდა.
ქალაქ სლავიანსკში დღეს შეტაკების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, სამხედროებმა სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი სამი საგუშაგო აიღეს და ქალაქში შევიდნენ. სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ პრორუსულად განწყობილმა მებრძოლებმა სრული მობილიზაცია გამოაცხადეს. სლავიანსკში შესვლამდე უკრაინელმა სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული შენობა ქალაქ მარიოპოლში გაათავისუფლეს.