
კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში რუსმა სამხედროებმა 43 წლის ზაურ მელაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს, ზაურ მელაძის დის, მაია მელაძის ცნობით, დაკავება 23 აპრილს, დღის 12 საათზე მოხდა.
,,როგორც ჩემმა თანასოფლელმა მითხრა, ჩემი ძმა ყარაფილის საძოვრებზე ძროხებს აძოვებდა. საქონელი გაქცეულა და ჩემი ძმა მათ გამოსაბრუნებლად დაედევნა. მავთულხლართები ამ ტერიტორიაზე არ არის, ამიტომ აღმოჩნდა ისეთ ადგილზე, რომელსაც რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ.” – ამბობს მაია მელაძე.
ჯერჯერობით უცნობია დაკავებულის ადგილსამყოფელი. სავარაუდოდ, ზაურ მელაძე უკვე ცხინვალში გადაიყვანეს.