-
2014-04-24 12:08
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციას სეპარატისტების მიერ გატაცებული ამერიკელი ჟურნალისტის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯენ პსაკის განცხადებით, რუსეთმა უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა, სლავიანსკში დაკავებული Vice News-ის ჟურნალისტის , ამერიკის მოქალაქის სეიმონ ოსტროვსკის გათავისუფლებისთვის.
ამის შესახებ სააგენტო France-Presse იუწყება. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ოსტროვსკი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ხელშია.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გამოიყენოს თავისი გავლენა ამ დაჯგუფებებზე, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს აღმოსავლეთ უკრაინაში ყველა დაკავებულის უსაფრთხო გათავისუფლება“-განაცხადა პსაკმა.
სეიმონ ოსტროვსკის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 21 აპრილს გავრცელდა. მოგვიანებით, 23 აპრილს, სლავიანსკის მერმა განაცხადა, რომ პრორუსულად განწყობილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა იგი შპიონაჟის გამო აიყვანეს. ამასთან მერმა დასძინა, რომ მას კარგად ექცევიან და საკვებსაც აძლევენ.