წყლის მილიონიანი პროექტი ლანჩხუთში და უკვე დამსკდარი მილები

Image

გასული წლის დეკემბრის ბოლოს ლანჩხუთის ათ სოფელში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დასრულებულ–ჩაბარებულია, მილები დამსკდარია და წყალი პირდაპირ ქუჩაში იღვრება.

 

 

psnews.ge-მ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ოფიციალური განცხადება გამოითხოვა, რის მიხედვითაც გაირკვა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ათ სოფელში: მამათში, აცანაში, ნიგოითში, შუხუთში, მაჩხვარეთში, გვიმბალაურში, ლესაში, ჯურუყვეთში, ნინოშვილსა და ჩოჩხათში 2013 წლის 16 აგვისტოს გამოაცხადდა ტენდერი წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაციის მიზნით. სატენდერო თანხამ შეადგინა 702395 ლარი. 677777 ლარით ელექტრონული ტენდერი მოიგო შპს „არქ დიზაინ მშენმა“. ფირმამ სამუშაოები გასული წლის 26 სექტემბერს დაიწყო.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებულ მასალებში სამუშაოების დასრულების თარიღად 16 დეკემბერია მითითებული, თუმცა, როგორც სოფელ ჯუნეწრის (გვიმბალაურის) მოსახლეობა ამბობს, რეალურად სამუშაოები 25 დეკემბერს დასრულდა. გზა ამ სოფელში ცალ მხარეს მთლიანად გადაითხარა მილების ჩასაწყობად ისე, რომ მოსახლეობას მოსავლის დაბინავება გაუჭირდა.

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და „არქ დიზაინ მშენს“ შორის ხელშეკრულება აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე 2013 წლის 26 სექტემბერს დაიდო. სწორედ ხელშეკრულებაშია ჩადებული სამუშოების დაწყებისა და დასრულების დრო. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ჩაბარებული სამუშაოს საგარანტიო ვადა ოთხი წელია. მიუხედავად ამისა, გურიის სოფლებში სიტუაცია ფოტოებზე ასახულის იდენტურია.

222.jpg

3333.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?