
დღეს გამთენისას, დონეცკის ოლქის ქალაქ არტიომოვსკში, იარაღის საწყობის დაცვამ შეიარაღებული თავდასხმა მოიგერია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ თავდამსხმელები ისროდნენ ავტომატური იარაღიდან და ყუმბარმტყორცნიდან. როგორც პრესსამსახური აცხადებს, შეტაკების დროს მსუბუქად დაიჭრა ერთი დაქირავებული. ამავე დროს, თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დებულების თანახმად, სპეცოპერაციიის ჩატარების დროს სამხედროებს უფლება აქვთ გამოიყენონ იარაღი. ჯერჯერობით არ არის ცნობილი ვინ იყო თავდასხმის ორგანიზატორი.