
"ევრაზიული კავშირის" ხელმძღვანელის არჩილ ჭყოიძის განცხადებით, "მაისის ბოლოს საქართველოს დუმის 3 დეპუტატი ეწვევა". როგორც "აქცენტს" ჭყოიძემ განუცხადა, მოსკოვიდან ორგანიზაცია სულ 5 კაციან დლეგაციას ელის, საიადანაც 3 დუმის დეპუტატია.
რაც შეეხება იმას, აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციამ ჩააყენა თუ არა საქმის კურსში საქართველოს მთავრობა და ხომ არ იგეგმება რუსი დეპუტატების შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ჭყოიძე აცხადებს, რომ ორგანიცაზია, აპირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალური წერილით მიმართოს.
"ჩვენ გავუგზავნით პრემიერს ოფიციალურ წერილს, სადაც ვთხოვთ, რომ შეხვდნენ რუს დეპუტატებს, თუ თავად პრემიერი ვერ მოახერხებს ამას, მაშინ დუმის წევრებს იქნებ კოლეგები მმართველი პარტიიდან შეხვდნენ", - განაცხადა ჭყოიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობას შეუწყობს ხელს.
"ისეთი პიროვნება, როგორიც მიხეილ ხუბუტიაა ქვეყანას სჭირდება. მას თავისუფლად შეუძლია პუტინამდე მიიტანოს ჩვენი ქვეყნის სათქმელი და მოვუწოდებ მთავრობას, მაქსიმალურად გამოიყენონ მსგავსი ადამიანები", - განაცხადა ჭყოიძემ.