რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ეხმაურებიან.
გიორგი კანდელაკის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების ორი გზა არსებობს:
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს ძალიან აგრესიული განცხადება აჩვენებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ ორი გზით, პირველი ან რუსეთის ე.წ. გავლენის სფეროდან საბოლოოდ გამოსვლა, როგორც ეს გააკეთეს ბალტიის ქვეყნებმა, ან სუვერენიტეტზე და სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმა და რუსეთის რაღაც პროვინციად გადაქცევა. არავითარი სხვა გზა არ არსებობს და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ სხვა გზა არსებობს რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების, რაც რა თქმა უნდა საქართველოს ინტერესებში შედის, უბრალოდ პოპულისტობენ“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.