რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია RT-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყვნენ მოქმედებისთვის, თუ რუსეთის მოქალაქეების ინტერესებს რაიმე საფრთხე დაემუქრებათ:
"თუ შემოგვიტევენ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუპასუხებთ. თუ ჩვენი კანონიერი ინტერესები, რუსეთის მოქალაქეების კანონიერი ინტერესები შეილახება, როგორც ეს სამხრეთ ოსეთში მოხდა, მე ვერ ვხედავ სხვა შესაძლებლობას, თუ არა პასუხი გავცეთ, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სამართალთან. "რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმას ნიშნავს", - განაცხადა ლავროვმა.