დათა ახალაია საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას ელოდება

Image

კუდ-ის ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ, რომელიც საქართველოში რამდენიმე საქმეზე ბრალდებული და ოფიციალურად, ძებნაშია გადაცემული, საბერძნეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. შესაბამის დაწესებულებაში დათა ახალაია პირადად გამოცხადდა.

 

 

დათა ახალაიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბაჩო ახალაია სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ გაამართლა. ადვოკატები აცხადებენ, რომ არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დათა ახალაია სამართალდამცველებს ჩაბარდა - მისი განცხადება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას უკავშირდება და, ადვოკატების თქმით, მისი მიღება კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ ახალაიების ოჯახის წევრების პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

 

ასევე არასწორია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დათა ახალაია კი არ ჩაბარდა სამართალდამცველებს, არამედ ის დააკავეს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

 

ცნობილია, რომ მოქალაქის დაკავების შემთხვევაში ქვეყანა შეტყობინებას იმ ქვეყნის საგარეო უწყებას უგზავნის, რომლის მოქალაქეცაა დაკავებული, ხოლო საქართველოს საგარეო უწყებას მსგავსი შეტყობინება საბერძნეთიდან არ მიუღია.

 

ამავე დროს, ქვეყანა არაა ვალდებული, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში ინფორმაცია იმ ქვეყნის საგარეო უწყებას მიაწოდოს, რომელი ქვეყნის მოქალაქეცაა თავშესაფრის მომთხოვნი პირი.

 

საბერძნეთის გადაწყვეტილება დათა ახალაიასთვის თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით ცოტა ხანში გახდება ცნობილი. იმის შესახებ, რომ მსგავსი განცხადებით კუდ-ის ყოფილმა უფროსმა მართლაც მიმართა საბერძნეთს, სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიას მეუღლე - ანი ნადარეიშვილიც წერს:

 

"ვინაიდან ჩვენს ოჯახზე უკვე წელიწადნახევარზე მეტია ინტენსიურად მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ოჯახის თითოეულ წევრზე ხორციელდება არნახული ზეწოლა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, დათა ახალაიამ ევროკავშირის ერთ-ერთ სახელმწიფოს მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !