მოსკოვში დაკავებულ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს გიორგი ჯანელიძეს, რომელსაც „გოგი პიტერსკის“ მეტსახელით იცნობენ, სამშობლოში დეპორტაციას უპირებენ და ეს პროცესი, შესაძლოა, დღეს დაიწყოს.
გიორგი ჯანელიძე სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს და ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ.
40 წლის „კანონიერი ქურდის“ გაძევება რუსეთიდან 2011 წელსაც გადაწყდა, მაგრამ ჯანელიძე რუსეთში არალეგალურად ცხოვრებას აგრძელებდა.