„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, სლავიანსკში, მდინარე ტორეცის მიერ გამორიყული ორი ცხედრიდან ერთი უკრაინელი დეპუტატის, „ბატკივშინას“ წევრის, ვლადიმირ რიბაკისაა.
„ორივე გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზი წამების შედეგად მიყენებული ტრავმებია", - ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დეპუტატი ვლადიმერ რიბაკი უცნობმა პირებმა 17 აპრილს ქალაქ გორლოვკადან გაიტაცეს.