სააკაშვილი: ივანიშვილს სანქციებითა და საფრანგეთის მოქალაქეობის გადახედვით დაემუქრნენ და ჩემს დევნაზე ხელი აიღო

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება პირადად ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ხოლო მას შემდეგ, რაც სანქციებითა და საფრანგეთის მოქალაქეობის გადახედვით დაემუქრნენ, ამაზე ხელი აიღო.

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველაფერი „ერთმა კაცმა გადაწყვიტა, რომელიც ისეთ შუშის სასახლეში ზის, სადაც ხალხს არ უშვებენ“, ეს კი აშშ-ში მთავრობის წევრების ვიზიტის შემდეგ მოხდა:

 

„ეს თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ახლა კარგად გვაქვს საქმეო და თავისი სანუკვარი ოცნებები აესრულებინათ, ის ვალდებულებები, რაც რუსეთთან ჰქონდათ, გაინაღდონ, თავისი პირადი ინსტიქტები დაიკმაყოფილონ, რის შემდეგაც მოხდა ასეთი რამ, თქვეს რომ ახლავე დავაკავებთ და მერე ეს ყველაფერი უკან წაიღეს. თქვენ გგონიათ მათში სინდისმა გაიღვიძა და უცებ გონება გაუნათდათ? რა თქმა უნდა, არა.

 

სინამდვილეში იყო ასე, რომ ამერიკის ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა დაურეკა ჩვენ საგარეო მინისტრს, ელჩი მოვიდა წერილით ამერიკიდან და უთხრა, რომ თქვენ ეტყობა, ვერაფერი ვერ გაიგეთ, ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი დიდხანს ესაუბრა ღარიბაშვილს, რომ ეს არ გააკეთოს. უთხრეს, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან და ეს მთავრობას დაუჯდება ძვირადო.

 

გაფრთხილება იყო არა ღარიბაშვილზე, ან ვიღაც პროკურორზე უთხრეს, რომ პირადად ივანიშვილს დაუწესებდნენ სანქციებს. ამაზე ევროკავშირის მაღალი დონის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს, ეს პრაქტიკა რუსეთის ხელმძღვანელების მიმართ ახლა არსებობს და ივანიშვილი ბევრად ნაკლები სამიზნეა მისთვის და უთხრეს, რომ შენ ანგარიშებს დავაყადაღებთ, სანქციებს დაგიწესებთ, ფრანგულ მოქალაქეობას გადავხედავთ, ვეღარ გადაადგილდები და პრობლემები გექნებაო, ეს იყო მთელი ისტორია”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-დან პირდაპირი ჩართვის დროს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !