-
2014-04-23 12:10
დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში სეპარატისტებმა ამერიკელი ჟურნალისტი მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
სლავიანსკის ე.წ. სახალხო მერის, ვიაჩესლავ პანამარიოვისინფორმაციით, მძევლად აყვანილია ამერიკული Vice News-ის ჟურნალისტი საიმონ ოსტროვსკი.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" კოორდინატორმა.
"მოვუწოდებთ ყველას, ვისაც დაკავებული ჰყავს საიმონ ოსტროვსკი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ, შეწყვიტონ ჟურნალისტების დაკავება და დევნა", - განაცახდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" კოორდინატორმა ნინა ოგნიანოვმა.