საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას ეხმაურება.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილი დაინტერესდა თუ რა მიმართულებით იგეგმება სწავლება ბიბლიოთეკაში:
"საერთოდ, მაინტერესებს, რა უნდა ასწავლონ, რა უნდა წააკითხონ ამ ბიბლიოთეკაში? ალბათ, წიგნებს დაწერს თვითონ, როგორ აწამებდნენ ადამიანებს, როგორ აუპატიურებდნენ, კლავდნენ ქუჩებში, როგორ ართმევდნენ ბიზნესებს და ა.შ.", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.