საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე საქართველო-რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების შეხვედრას საჭიროდ მიიჩნევს.
"შეხვედრის მზადყოფნა ორივე მხრიდან დადასტურდა. პრინციპში, ასეთი შეხვედრა საჭიროა, მაგრამ პრაქტიკულ ჭრილში ეს საკითხი ჯერ არ განიხილება. ასეთ შეხვედრას დასჭირდება ძალიან კარგი მომზადება, რათა მართლაც გამოიღოს რეალური შედეგები იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც ყველაზე უფრო გვაწუხებს", - განაცხადა აბაშიძემ.