„მგზნებარე რევოლუციონერ“ ლალი ანთიას წყლის მილების ქურდობის ორგანიზებას ედავებიან

Image

ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ ლიდერს ლალი ანთიას, რომელიც 2014 წლის მარტში ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, მისივე შვილების თვალწინ დააპატიმრეს (ერთ-ერთი შვილი ზუგდიდის რაიონის გამგებლის მოადგილეა), სოფელ რუხში წყლის მილების ქურდობის ორგანიზებას ედავებიან.

 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ლალი ანთიას სწორედ ამ საქმეზე გამოძიების ფარგლებში შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.

 

2014 წლის 10 მარტს, როცა ლალი ანთია დააკავეს, „აფხაზეთის ხმამ“ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ მას ე.წ. წყლის მილების ქურდობისთვის ბრალდებას წაუყენებდნენ. მაშინ შსს ანთიას დაკავების მიზეზად სხვა გარემოებას ასახელებდა:

 

უწყების პრესსამსახური განმარტავდა, რომ ლალი ანთიას დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შებრუნების მიზნით მოხდა. ლალი ანთიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადავადებული ჰქონდა სასჯელი, რომელსაც იხდიდა და, შესაბამისად, ვალდებული იყო, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყოვეთვიურად წარედგინა შესაბამისი წერილობითი ცნობა, რაც მას არ გაუკეთებია, რის შემდეგაც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი შებრუნება.

 

ლალი ანთიას საზოგადოება „დაიცავი საქართველოს“ ლიდერთან კახა მიქაიასთან ერთად სამეგრელოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქციებიდან იცნობს. ზუგდიდში მას ხუმრობით „მგზნებარე რევოლუციონერსაც“ უწოდებენ.

 

ლალი ანთია და კახა მიქაია აწყობდნენ პიკეტებს და სხვადასხვა იმპროვიზირებულ აქციებს, მათ შორისაა ცნობილი „დატირება“. ლალი ანთია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ასევე ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო სკანდალური განცხადებებითაცაა ცნობილი, რომლებშიც ის აცხადებდა, რომ ზურაბ ჟვანია მიხეილ სააკაშვილის დავალებით მოკლეს:

 

„მერაბიშვილი სიკვდილით და შვილების განადგურებით მემუქრებოდა“;  „კობა ხარშილაძემ მოკლულ ზურა ჟვანიას სეიფის გასაღები ამოაცალა“; „მაჭავარიანი, დათა ახალაია და მერაბიშვილი მარწმუნებდნენ, რომ ჟვანია ცისფერი იყო“ - ეს არის რამდენიმე ციტატა ლალი ანთიას მიერ მედიისთვის, ძირითადად, გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ სხვადასხვა დროს მიცემული ინტერვიუებიდან.

 

რაც შეეხება ე.წ. წყლის მილების საქმეს, ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ცოტა ხანში მომხდარმა ამ ორგანიზებულმა დანაშაულმა 2012 წლის დეკემბერში არამარტო სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობა აალაპარაკა:

 

2012 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც დაუდგენელმა პირებმა წყლის მილები რამდენიმე კილომეტრზე ამოიღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები - რიყე, რუხი, ტყაია, დარჩელი, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი პალური სასმელი წყლის გარეშე დარჩა.

 

მოსახლეობა აცხადებდა, რომ მილების მოპარვის საქმეში ჩართული არიან ადგილობრივი პოლიციისა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის, ერთერთ ორგანიზატორად ლალი ანთია სახელდებოდა. 

 

ორგანიზაცია "სამეგრელოს ხმის" ლიდერი თენგიზ ჯგუშია ერთერთი იყო, ვინც ამ საქმეზე გამოძიების დროულად დასრულება მოითხოვა და პოლიციის უფროსსაც შეხვდა.

 

"ვინმე დაიჯერებს, რომ 3 კილომეტრის მილების დატაცება ერთ ან ორ საათში მოხდა? მუშაობდა ტექნიკა, ამაში ჩართული იყო უამრავი თაღლითი და ავანტურისტი. დარწმუნებული ვარ, მსგავსი რამ არასდროს არ ხდება სახელისუფლებო სტრუქტურებში მოკალათებული პირების ან ამ სტრუქტურებში მომუშავე პირებზე გავლენის მომხდენი თაღლითების გარეშე. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ვინ არიან ეს ადამიანები. მოსახლეობა პირდაპირ ასახელებს ცნობილ ავანტურისტ, თაღლით ქალბატონს.1 ოქტომბრის მონაპოვრის დაცვა ნიშნავს ერთ რამეს, კეთილდღეობა უდრის სამართლიანობას", - აცხადებდა თენგიზ ჯგუშია.

 

როგორც ჩანს, გამოძიების პროცესში ლალი ანთიას კვალი გამოიკვეთა, რის შემდეგაც სასამართლომ მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. ლალი ანთია დუმილის უფლებას იყენებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. არაა გამორიცხული, ამ თემაზე მან საპატიმრო დაწესებულებიდან საგანგებო განცხადებაც გაავრცელოს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !