
სამართალდამცველებმა დედის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. მკვლელობა 17 აპრილს თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეზდემონა ჩხაიძე საკუთარმა შვილმა ანზორ ბრეგვაძემ მოკლა, შემდეგ კი ფაქტის დამალვის მიზნით საღორეში დამარხა.
შსს-ს ინფორმაციით, 17 აპრილს თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში, 1977 წელს დაბადებულმა ანზორ ბ.-მ თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა დედამისს, 1948 წელს დაბადებულ დეზდემონა ჩ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ანზორ ბ. 19 აპრილს დააკავეს. გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარებს.