
დონეცკის საქალაქო ადმინისტრაციაში გამაგრებული სეპარატისტები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და დარწმუნებულნი არიან, რომ 11 მაისს რეფერენდუმს ჩაატარებენ.
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუსული ძალები სამთავრობო შენობების ბლოკირებას განაგრძობენ. ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა სლავიანსკში, სადაც სეპარატისტები უარყოფენ ჟენევის მოლაპარაკებების შედეგებს და უკან დახევას არ აპირებენ.
ქალაქის თვითგამოცხადებული მერი ეუთოს მისიის წარმომადგენლებს შეხვდა, რის შემდეგაც რამდებიმე დაკავებული უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლეს. თუმცა, მათი დაკავების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.