დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე ღამის განმავლობაში საცობი იყო

Image

21 აპრილის საღამოსა და ღამის განმავლობაში საცობების გამო გართულებული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე.

 

საცობები ავტომანქანების ქაოტურმა მოძრაობამ გამოიწვია. განსაკუთრებით ჭირდა გადაადგილება ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით, რიკოთის უღელტეხილის ცალკეულ მონაკვეთებზე და აგარასთან. როგორც "აფხაზეთის ხმის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ავტომანქანებმა ახლადდაგებულ გზაზე თვითნებურად გადაუხვიეს, მაგრამ მცირე მანძილის შემდეგ იძულებულნი გახდნენ, უკან მობრუნებულიყვნენ, რადგან მოქმედ გზასთან შეერთება საგზაო ტექნიკით დახვდათ ჩაკეტილი.

 

იმის გამო, რომ თითქმის მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, ხშირი იყო ავტოსაგზაო შემთხვევები, ხოლო საცობების გამო რამდენიმე ადგილამდე დიდი ხნის დაგვიანებით მივიდნენ მაშველები. ავტომანქანების ნაკადის მოზღვავება სააღდგომო დღესასწაულების დასრულებითაა გამოწვეული. ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება იმდენად ჭირდა, რომ ქუთაისიდან თბილისამდე მანძილის დაფარვას დაახლოებით ოთხიდან ხუთ საათამდე სჭირდებოდა. სავარაუდოდ, აღნიშნულ მაგისტრალზე საცობი დღესაც წარმოიქმნება.

 

sacobi.jpg

sacobi2.jpg

sacobi3.jpg

sacobii.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?