
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 27 აპრილს ბაქოს ეწვევა და ერთობლივი საზოგადოებების მეორე გლობალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის დიასპორის კომიტეტი ავრცელებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფორუმის მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად 45 ყოფილი მმართველია მიწვეული.
ფორუმი ნიზამი განჯელის საერთაშორისო ცენტრისა და მადრიდის კლუბის მხარდაჭერით ტარდება და მასში, საერთო ჯამში, 150 საზოგადოებრივი და პოლიტიკური ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი 27 აპრილს დაიწყება და 30 აპრილამდე გასტანს.