-
2014-04-21 23:06
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, შეკითხვის პასუხად, როგორი ურთიერთობა აქვს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, განაცხადა, რომ ურთიერთობა საქმიანია.
"მაესტროს" ეთერში ვახო სანაიამ გადაცემის სტუმარს, სხვა შეკითხვებთან ერთად, შეკითხვა ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობაზეც დაუსვა:
"ირაკლისთან მაქვს საქმიანი ურთიერთობა. ასევე, საქმიანი ურთიერთობა მაქვს მინისტრებთან. ჩვენ ვმუშაობთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პირველი, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის, ეს იქნება სამიტი, რომელიც მაისის დასაწყისში გაიმართება სწორედ უსაფრთხოების საკითხებზე, სადაც თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები იქნებიან წარმოდგენილნი.
განვიხილავთ ენერგეტიკულ საკითხებს. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთობა, რომელსაც ვატარებთ ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს უაღრესად საქმიანი მიდგომა იმ პროცესების მიმართ, რომელიც ხორციელდება საქართველოში", - განაცხადა მარგველაშვილმა.