
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ არანაირი ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნაზე არ უფიქრია და არათუ არ უფიქრია, სწორადაც არ მიაჩნია ამაზე ფიქრი.
ამის შესახებ პრეზიდენტმა "მაესტროს" ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.
"მე არა ვარ პოლიტიკური კომენტატორი, რომ პოლიტიკური გუნდების განლაგების სიმყარეზე ვიმსჯელო, ეს ექსპერტებმა უნდა განიხილონ. მე რაც მეხება – არა, არანაირი ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბებაზე არც მიფიქრია და არც მიმაჩნია სწორად. მეტიც, ძალიან მინდა, თვითმმართველობის არჩევნებში ღიად მხარი დავუჭირო ჩემს მეგობარ დავით ნარმანიას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.